top of page

სადამკვირვებლო
მისია - “ჩემი ხმა”

ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გამყარდეს. არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ქართული სამოქალაქო საზოგადოება ამზადებს მასიურ, სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას - “ჩემი ხმა”, რომელიც მოხალისე აქტიური მოქალაქეების ჩართულობით ხორციელდება. თავისი მაშტაბით სადამკვრვებლო მისია უპრეცენდენტოა საქარველოს ისტორიაში და უკლებლივ ყველა საარჩევნო უბანზე სათანადო ტრენინგის შედეგად კომპეტენური დამკვირვებლების მობილიზებას გულისხმობს.
 
სადაკვირვებლო მისიის ხედვა და მიზანი
სადამკვირვებლო მისიის ხედვა მოიცავს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთა დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებული საარჩევნო უფლებების მონიტორინგს და დაცვას.
მისიის “ჩემი ხმა” საბოლოო მიზანია ყოვლისმომცველი დაკვირვების მეშვეობით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ საარჩევნო უბნებში.
 
 
სადაკვირვებლო მისიის ამოცანა და განხორციელების საშუალებები
საარჩევნო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება ყველა საარჩევნო უბანს (3030 საარჩევნო უბანი) საქართველოში და საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საზღვარგარეთ. მისია დააკვირდება წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ აქტივობებს და მოამზადებს და გაასაჯაროვებს შესაბამის ანგარიშებს.
 
მისიას განახორციელებს 30-ზე მეტი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც შეარჩევენ დაკვირვებლებს, განახორციელებენ მათ ყოვლსმმომცველ ტრენინგს, და გაანაწილებენ მათ ქვეყნის მაშტაბით სამუშაოდ.
 
მისიის ამოცანები მოიცავს სრულ საარჩევნო ციკლს - წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემოს, და კენჭისყრისა და ხმების დათვლის  მონიტორინგს და ანალიზს და ასევე - საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოში წარდგენილ საჩივრებსა და სარჩელებზე მუშაობას.
 
სადაკვირვებლო მისიის ღირებულებები და ძირითადი პრინციპებია:

ობიექტურობა და მიუკერძოებლობა: წინასწარ შერჩეული, დატრენინგებული, კომპეტენტური დამკვირვებლები, თავის მოვალეობებს შეასრულებენ მიუკერძოებლად და ეთიკურად საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
 
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება: რაც გულისხმობს სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის, დამკვირვებელთა შერჩევის, ტრენინგებისა და მონიტორინგის მიგნებების და დასკვნების საჯაროობას.
ურთიერთთანამშრომლობა და კოლეგიალობა: სადამკვირვებლო მისია მჭიდროდ ითანამშრომლებს არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სხვა სადამკვირვებლო მისიებთან, მედია საშუალებებთან  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.


არაპარტიულობა: სადამკვირვებლო მისია და მისი ყველა წევრი სრულიად თავისუფალნი არიან პოლიტიკური/პარტიული ინტერესებისგან და გავლენებისგან. სადამკვირვებლო მისიის არც ერთი წევრი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, აქტივისტი ან/და თანამშრომელი.
 
გახდი დამკვირვებელი

bottom of page