top of page

დედაენის ბაღში სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” პრეზენტაცია გაიმართა



8 სექტემბერს, თბილისში, დედაენის ბაღში, კოალიციამ “ჩემი ხმა ევროკავშირს”, რომელიც 30 წევრ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” პრეზენტაცია გამართა.


სადამკვირვებლო მისია საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის იქნება და გეგმავს საქართველოში (3030) და საზღვარგარეთ (54+) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე დაკვირვებას. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თავიდან აიცილოს საარჩევნო მანიპულაციები და დაიცვას თითოეული ამომრჩევლის უფლება.


სადამკვირვებლო მისიაში ჩართვა საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, ვინც იზიარებს სადამკვირვებლო მისიის პრინციპებს და არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.


შემოგვიერთდით!

შექმნილია WeDu ს მიერ | 2024 ყველა უფლება დაცულია

bottom of page